ახალი ამბები
"არა რუსულ კანონს" - 8 მაისს ბორჯომში აქცია გაიმართება
ბორჯომში, "რუსული კანონის"
გასაპროტესტებლად 8 მაისს, 17:00 საათზე აქცია გაიმართება.
ადგილობრივები წმინდა ნინოს ქუჩა
№3-ში, გამგეობის ყოფილი შენობის მიმდებარედ შეიკრიბებიან. ინფორმაცია ამის შესახებ
სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც ღონისძიების ინფორმაციაშია აღნიშნული, "რუსული" კანონი:
❌ ქმნის მისი ინსტრუმენტად გამოყენების საფრთხეს NGO-ების,
მედიის, და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ნებისმიერი
ადამიანის ან ორგანიზაციის მიმართ;
❌ გვაშორებს ევროპას;
❌ ქმნის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხეს;
❌ გვაკარგვინებს სტრატეგიულ პარტნიორებს;
❌ აუარესებს ურთიერთობას დასავლელ ინვესტორებთან, რასაც ზეგავლენა
ექნება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე;
❌ მარტო გვტოვებს ოკუპანტ რუსეთთან;
❌ იდენტურია რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონის, რომელიც სწორედ
გამჭვირვალობის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული;
❌ ქმნის ქვეყნის ბელარუსის მსგავს იზოლირებულ ქვეყნად ქცევის
საშიშროებას;
❌ ამძაფრებს საზოგადოების პოლარიზაციას.
შეგახსენებთ, სამცხე-ჯავახეთში აქცია "არა რუსულ კანონს" ახალციხეში 2
მაისს გაიმართა, სადაც ადგილობრივები რეგიონიდან შეიკრიბნენ და
პარლამენტში "რუსული კანონის" განხილვის პროცესი გააპროტესტეს. აქცია,
ხვალ, 8 მაისს, ამჯერად ბორჯომშია დაანონსებული.
ცნობისთვის, 1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“
პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. დაახლოებით 20 დღეზე მეტია
თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ყოველდღიურად მიმდინარეობს.
დედაქალაქის მაცხოვრებლების და რეგიონებიდან წასული მოქალაქეების
საერთო გზავნილია:
"კი ევროპას, არა რუსულ კანონს!"
გააზიარეთ :