უკრაინაში დაღუპული ერთ-ერთი მებრძოლი ახალციხელია
უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების
შედეგად ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, მათგან ერთი, ბესო ლომიძე
ახალციხელია.
ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართული სპეცდანიშნულების რაზმი „შავი
არწივი“ ავრცელებს.
"ავდეევკის მიმართულებაზე საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ
ქვედანაყოფი შავი არწივის მებრძოლები დავით გოგაძე და ბესო ლომიძე
ქვედანაყოფი შავი არწივი ოჯახებს უსამძიმრებს ამ დიდი დანაკარგს.
ბრძოლა გრძელდება სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე!"- წერია
გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საომარ ოპერაციებს
60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.