დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან ბორჯომში შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ბორჯომში დანიშნულების
ადგილის მართვის ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
მაია ომიაძემ სვანეთის, სამეგრელოს,
იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის ორგანიზაციების წევრებს 2024
წლის სამოქმედო გეგმა, ღონისძიებები და პროექტები გააცნო. ასევე
მოისმინა ხუთივე ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული
პროექტების შესახებ ინფორმაცია.
დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლების, დონორი ორგანიზაციების
აქტიური ჩართულობით ჩამოყალიბდა და რეგიონებში ტურისტული პროდუქტების
შექმნასა და პოპულარიზაციას უწყობენ ხელს.