აკუსტიკურ ხმაურზე გაზრდილი ჯარიმები დღეიდან ამოქმედდა
დღეიდან, 14 დეკემბრიდან აკუსტიკური
ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე
გაზრდილი ჯარიმები ამოქმედდა.
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე
შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის
ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის
შემთხვევაში - 1 500 ლარის ოდენობით.
განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების
შემთხვევაში 500 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური
მეწარმის შემთხვევაში - 5 000 ლარი. იმავე ქმედების მესამე და ყოველი
მომდევნო ჩადენა, ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000
ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის
შემთხვევაში - 10 000 ლარის ოდენობით.