ბორჯომში მცხოვრებ 13 განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს სამედიცინო ეტლები გადაეცათ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის
მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ და ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური
უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვის
და მხარდაჭერის სამსახურის
ხელმძღვანელმა მიხეილ ხუციშვილმა ბენეფიციარებს ეტლი პირადად
მიუტანეს.
ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტში ეტლის მისაღებად შესული ყველა
განცხადება დაკმაყოფილებულია.
აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისა და
სიცოცხლისათვის“ დახმარებით განხორციელდა.
(R)