ახალი ამბები
ბორჯომის ოთხ საჯარო სკოლაში დირექტორები აირჩიეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ოთხ საჯარო
სკოლაში, წაღვერის, ქვაბისხევის, ჭობისხევის და მე-4 საჯარო სკოლებში
დირექტორების არჩევის პროცესი დასრულდა.
საგანმანათლებლო რესურს ცენტრის
ხელმძღვანელის იზოლდა ლომიძის განცხადებით, სამეურვეო საბჭოს წევრებმა
ნდობა იმ კანდიდატებს გამოუცხადეს, რომლებიც ამავე სკოლებში
დირექტორის პოზიციას იკავებდნენ.
"ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დასრულდა
დირექტორების არჩევის პროცესი საჯარო სკოლებში. სამეურვეო საბჭოს
წევრებმა ნდობა გამოუცხადეს ისევ იმ კანდიდატებს, რომლებიც აქამდეც
ხელმძღვანელობდნენ აღნიშნულ სკოლებს. შესაბამისად, ისინი კვლავ
გააგრძელებენ დირექტორის სტატუსით მუშაობას" -
განაცხადა იზოლდა ლომიძემ.
სამეურვეო საბჭოს
მიერ:
წაღვერის საჯარო სკოლის
დირექტორად ხელახლა აირჩიეს ირინა ხელისუფალი;
ქვაბისხევის საჯარო სკოლას
ისევ ხათუნა მაისურაძე უხელმძღვანელებს;
ჭობისხევის საჯარო სკოლაში დირექტორის პოზიციაზე რჩება ქეთევან
არდაზიშვილი;
ბორჯომის №4 საჯარო სკოლაში ნდობა კვლავ ნინო
გელდიაშვილს გამოუცხადეს.
ბორჯომის ოთხივე საჯარო სკოლაში დირექტორები 6 წლის
ვადით აირჩიეს.
გააზიარეთ :