საქართველო კონსტიტუციის დღეს აღნიშნავს
24 აგვისტოს საქართველოში
კონსტიტუციის დღე აღინიშნება, ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ულოცავს.
ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად კონსტიტუციის დღე - ერთიანობის
მომენტია, „რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო
გადაწყვეტილებას ნათელი მომავლის - ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი,
განვითარებული საქართველოს ასაშენებლად!“
„საქართველოს კონსტიტუცია - ჩვენი ხელშეკრულება
ერთმანეთთან და სახელმწიფოსთან - დიდი ისტორიისა და კულტურის
განმსაზღვრელ ფასეულობებს ეფუძნება. ამავდროულად, ის ახალ მიზნებსა და
ამოცანებს ასახავს თანამედროვე ეპოქაში ქვეყნისა და ხალხის
წინსვლა-განვითარებისათვის“, - ნათქვამია ირაკლი
ღარიბაშვილის მისალოც განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა ფეისბუკის გვერდზე მოქალაქებს კონსტიტუციის
დღე ამ ფორმით მიულოცა.
1995 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა ე.წ.
„იმელის“ შენობაში 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ საქართველომ კონსტიტუცია
მიიღო.
1995 წლის კონსტიტიციის მიღებიდან დღემდე მასში 30-ზე მეტი ცვლილება
შევიდა, ყველაზე მასშტაბური იყო 2004 და 2010 წლის საკონსტიტუციო
რეფორმები. 2010 წლის რეფორმით რომლით გათვალისიწნებული ცვლილებები
ძალაში 2013 წლის შევიდა, შეიცვალა სახელმწიფო მმართველობის ფორმა და
საქართველო გახდება ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა. შეიზღუდა
პრეზიდენტის უფლებამოსილებები. იგი აღარ არის მთავრობის
მეთაური.