ქვათაცვენის გამო თბილისი-ბორჯომის მატარებლის მოძრაობა შეფერხდა
დღეს გამთენიისას, დიდუბე-ავჭალის
გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ ლიანდაგზე, ფერდობიდან ქვის
მასა ჩამოიშალა.
შედეგად, დროებით შეფერხდა
ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების
მოძრაობა.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურების მიერ
ერთი ლიანდაგი ოპერატიულად გაიწმინდა და დროულად მოხერხდა
მატარებლების მოძრაობის განახლება.
„ქვათაცვენის ადგილზე, ამ წუთებში მუშაობენ გეოლოგები და შესაბამისი
სპეციალისტები, რომელთა კომპეტენტური დასკვნის შესაბამისად დაიგეგმება
მძიმე ტექნიკის მუშაობის და გაწმენდითი სამუშაოების მეთოდოლოგია. აქვე
ხაზს ვუსვამთ, მატარებლების მოძრაობა შეფერხებული არ
არის“-ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.