კონსტანტინე კუბლაშვილი გარდაიცვალა
ქართველი სამართალმცოდნე,
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე
კუბლაშვილი გარდაიცვალა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კუბლაშვილის ახლობლები
ადასტურებენ.
ცნობისთვის, კოტე კუბლაშვილი 2000 წელს დაინიშნა საქართველოს
იუსტიციის საბჭოს წევრად. 2000-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის
მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს საპარლამენტო მდივანი.
2002-2004 წლებში მუშაობდა იურიდიულ ფირმაში „ქართველი ადვოკატები
სამართლიანობისათვის" იურისტად. 2004-2005 წლებში მუშაობდა
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის
განვითარებისა და რეფორმების ფონდის ჯერ მეურვეთა საბჭოს წევრად, ხოლო
შემდეგ ფონდის დირექტორად.
2005-2015 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარე.