შოვში დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა
პაპუაშვილის განცხადებით, დღეს დილით განახლებული მონაცემებით, შოვში,
სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს და დაღუპულთა
რიცხვი 20-მდე გაიზარდა.
„ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაკარგული იყო 33 ადამიანი,
საიდანაც დღეს დილით განახლებული მონაცემებით, ნაპოვნია 20 ადამიანის
ცხედარი. ასეთ კრიტიკულ მომენტში გადამწყვეტია სოლიდარობა და
თანადგომა. ამიტომ, მინდა უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებული მადლობა
გადავუხადო სოფელ გლოლის მოსახლეობას“,- განაცხადა
პაპუაშვილმა.