ოზურგეთი-გომისმთას გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილების სპეცრეჟიმი წესდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ32,6
მონაკვეთზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2023 წლის 8 აგვისტოდან 8
სექტემბრის ჩათვლით, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა დასაშვებია შემდეგი რეჟიმით:
• ყოველი კვირის ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, მოძრაობა
თავისუფალია 05:00 სთ-დან 09:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში
მოძრაობა აკრძალულია;
• შაბათს, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 09:00 სთ-მდე და 15:00
სთ-დან, 20:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა
აკრძალულია;
• კვირას, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 20:00 სთ-მდე. ხოლო,
დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია.
კვირის ნებისმიერ დღეს, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი
რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და
კოორდინაციით.
საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.