ახალი ამბები
სოფელ ყვიბისში ბერის საყდრებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
სოფელ ყვიბისში მამათა მონასტრის
ბერის საყდრებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ბორჯომის მუნიციპალიტეტის
მერი ოთარ არბოლიშვილი, მერის მოადგილე, გიორგი ტაბატაძე და
მონიტორინგის და ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი, გიორგი
კობრავა.
"პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება, პირველ ეტაპზე გზის
600-მეტრიან მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყობა. პროექტის
მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც რეგიონში
ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის“, -
განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.
პროექტი ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და
სამუშაოებს შპს „არალი" ახორციელებს.
(R)
გააზიარეთ :