შოვში დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
შოვში დამეწყრილ ტერიტორიაზე
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად კიდევ ერთი ადამიანი იპოვეს
დაღუპული.
შოვში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა,
რაშიც თავდაცვის ძალები და ავიაციაა ჩართული.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის
უფროსის, ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად
დაღუპული ადამიანებიდან 6 იდენტიფიცირებულია.
ახლობლების ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი
ცხედარი ალინა პოლიკოვსკას ეკუთვნის, რომელსაც მეუღლესთან, ზაზა
მესხთან და სამ მცირეწლოვანთან ერთად ეძებდნენ. მათივე ინფორმაციით,
ცხედრის იდენტიფიცირება ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში
მოხდა.