7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში,
კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური
უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის
დღედ გამოცხადდა.
აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი განკარგულება გამოიცა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 7 აგვისტოს 00:00
საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9
აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის
რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ
საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის
შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად.