ახალი ამბები
ბორჯომის ორ სოფელში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საკურორტო სოფელ ტიმოთესუბანსა და
მზეთამზეში, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სოფელ მზეთამზეში 560 გრძივი მეტრი ასფალტის გზა მოეწყობა, ხოლო სოფელ
ტიმოთესუბანში 360 გრძივი მეტრი ბეტონის საფარი. გზის რეაბილიტაციის
პარალელურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან
ფინანსდება.
(R)
გააზიარეთ :