ბორჯომში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა
შენობის გარე ექსტერიერი. ასევე, შეიცვალა იატაკი, სახურავი,
მოპირკეთდა ჭერი და მოეწყო ალუმინის ვიტრაჟები.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების მიზანია, საქართველოში ჩამოსული და
ადგილობრივი ტურისტის სრულყოფილი ინფორმირება ტურისტული მომსახურებისა
და ტურისტული პროდუქტის შესახებ, ასევე, საქართველოს რეგიონების
ტურისტული პოტენციალისა და ახალი პროდუქტის პოპულარიზაცია.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიერ ტურისტებისთვის შეთავაზებული
პროდუქტი: ინფორმირება ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული
ტურისტული დანიშნულების ობიექტების შესახებ, როგორიცაა: განთავსებისა
და კვების ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები და საზოგადოებრივი
ტრანსპორტის მიმოსვლის განრიგი.
ინფორმირება ბორჯომში არსებული ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული
ადგილების შესახებ, როგორიცაა: მუზეუმები, ტურისტული
ღირსშესანიშნაობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, დაცული
ტერიტორიები და სხვა.
(R)