ლომი, რომელსაც ბერლინში ეძებდნენ, გარეული ტახი აღმოჩნდა
გერმანული მედიის ცნობით, პოლიციამ
დაასრულა მტაცებელი ცხოველის ძებნა ბერლინის გარეუბანში.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ სპეციალისტების დასკვნით, გარეული ცხოველი,
რომელიც ლომს ჰგავდა ვიდეო კადრებზე, გარეული ტახია.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, კლეინმახნოვის მერმა და პოლიციის უფროსმა
ოფიცერმა დაადასტურეს, რომ „ეჭვმიტანილი მტაცებლის“ ძებნის ოპერაცია
დასრულდა. ცხოველის კვალი არ აღმოჩნდა, მითითებულ ადგილას კი მხოლოდ
ორი გარეული ღორი აღმოჩნდა.
ვიდეოს ანალიზი ჩატარდა ექსპერტების დახმარებით. პოლიცია აცხადებს,
რომ საფრთხე აღარ არსებობს.
ბერლინის გარეუბანში მტაცებელს თითქმის ორი დღის განმავლობაში
ეძებდნენ.