ბორჯომში საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი ჩატარდა
20-21 ივნისს, იმერეთის
მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისთვის პროექტის "ენერგოეფექტურობა -
საზოგადოების ინფორმირებულობა მეტი სარგებლისთვის და ნაკლები
დანახარჯისთვის" ფარგლებში თემატური ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგს იმერეთის 12-ვე
მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის და არქიტექტურის
სამსახურის პირველი პირები ესწრებოდნენ.
ტრენინგი პროექტის კოორდინატორმა მარიკა ვაჭარაძემ გახსნა. მან
პროექტის მიზნებზე და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა. ყურადღება
გაამახვილა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ მონიტორინგის ნაწილზე,
რომელიც ორ ეტაპს მოიცავს. „მონიტორინგი მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში
განხორციელდება, რომელიც ენერგოეფექტურობის კანონის მიღებამდე და მისი
მიღების შემდეგ არსებულ ვითარებას მოიცავს. კანონი მიმდინარე წლის 1
ივლისს შევიდა ძალაში. ჩვენი მონიტორინგის ნაწილი მოიცავს კანონის
მიღებამდე ბოლო ერთი წლის მონიტორინგს და კანონის მიღების შემდეგ ერთი
წლის მონიტორინგს. თუმცა, მანამდე საჭიროდ მივიჩნიეთ საჯარო
მოხელეების ინფორმირებულობა იმ სიახლეებზე რაც კანონის მიღების შემდეგ
მუნიციპალიტეტებს დაეკისრათ.
ტრენინგზე შემდეგი თემები იქნა განხილული: ეროვნული ვალდებულებები და
საერთაშორისო ინიციატივები (პარიზის შეთანხმება, მერების შეთანხმება)
მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკასთან მიმართებაში; ენერგოეფექტურობასა და
განახლებადებთან დაკავშირებული მარეგულირებელი აქტები: კანონი
ენერგოეფექტურობის შესახებ, კანონი შენობებში ენერგოეფექტურობის
შესახებ; ენერგოეფექტურობა შენობებში; ენერგოაუდიტი შენობებში;
ტრენინგს ენერგოეფექტურობის ცენტრის მოწვეული ექსპერტები გიორგი
აბულაშვილი, კოტე ბარჯაძე, თენგიზ ივანაძე და ელენე გვილავა
უძღვებოდნენ.
პროექტს, არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებებისა და განათლებისთვის
რეგიონული ინიციატივების ცენტრთან „ნათელი მომავალი“ პარტნიორობით
ახორციელებს. რომელიც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და
განვითარების ცენტრის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ევროკავშირის
ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.