პრეს-ტური სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთის პოპულარიზაცია
სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. რეგიონს 13-18 ივლისს ფინეთიდან
მოწვეული ჟურნალისტი და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ბლოგერები და
ფოტოგრაფები სტუმრობდნენ,
რომლებმაც ტურისტულად მიმზიდველი
ადგილები და ღირსშესანიშნაობები მოინახულეს. ისინი რეგიონს ა(ა)იპ
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის
(სამცხე-ჯავახეთი DMO) მოწვევით სტუმრობდნენ. ტურის ფარგლებში,
მონაწილეებმა იმოგზაურეს რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში,
მოინახულეს როგორც ტურისტებისთვის ცნობილი ადგილები - ვარძია,
ახალციხის ციხე, ბორჯომი, ასევე, შედარებით უცნობი ადგილები და
ღირსშესანიშნაობები, გამოცადეს ტურისტული სერვისები და პროდუქტები,
გაეცნენ ადგილობრივ სამზარეულოს და ჩაუტარდათ კულინარიის
მასტერკლასები.
პრეს-ტურის მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოპულარიზაცია და კერძო
სექტორის ხელშეწყობა.
ჟურნალისტებისა და ბლოგერების მიერ მომზადებული სტატიები და სიუჟეტები
მონაწილეთა პირად ბლოგებსა და საერთაშორისო მედიასაშუალებებში
გამოქვეყნდება.