გზის რომელ მონაკვეთზეა საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდული
საერთაშორისო მნიშვნელობის
ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ13-კმ17 და კმ24-კმ25
მონაკვეთებზე მიმდინარეობს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო
სამუშაოები.
რის გამოც, 2023 წლის 5 და 6 ივლისს,
10 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით და 17 და 18 ივლისს, 07:00 სთ-დან
19:00 სთ-მდე, საავტომობილო გზის კმ1-კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე
იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის
მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია
დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ51-კმ97 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.