ახალი ამბები
რეპორტიორ ქალთა აკადემიის ტრენინგები ბორჯომიდან დაიწყო
რეპორტიორ ქალთა აკადემიამ, ტრენინგები ფიზიკურ სივრცეში ბორჯომიდან დაიწყო. ორი დღის განმავლობაში , სამცხე-ჯავახეთის რეგიონის და თბილისიდან მოწვეული ჟურნალისტებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე - „ეთნიკური უმცირესობები და მიგრაცია საქართველოდან“.

ორივე დღე იყო მრავალფეროვანი როგორც თემატურად, ასევე სპიკერების მონაწილეობით.



ტრენინგი თავდაპირველად, მედიაში ქალების გაშუქების თემით დაიწყო. ტელეკომპანია „ბორჯომის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნინო ვართაპეტიანის მიერ განხილული იყო შემდეგი საკითხები: ქალის როლი სამოქალაქო საზოგადოებაში, პოლიტიკაში, ის არსებული ტრადიციები და სტერეოტიპები, რაც გავრცელებულია რეგიონებში, ქალების შეზღუდული უფლებები და მათზე ძალადობის ფორმები. განხილული იყო კონკრეტული ქეისები, მედიაში ქალების გაშუქების საკითხებზე და კონკრეტული რეკომენდაციები, რა უნდა გაითვალისწინონ სამომავლოდ ჟურნალისტებმა, ამ თემებზე მუშაობისას.











თემატურად ტრენინგი გააგრძელა „საფარის“ იურისტმა სამცხე-ჯავახეთიდან დიმიტრი ჩხიტუნიძემ. მან ქალთა უფლებებზე და მისი დაცვის მექანიზმებზე ისაუბრა. აუდიტორიას გააცნო ის მხარდამჭერი მექანიზმები, რასაც მათი ორგანიზაცია სთავაზობს რეგიონში ქალებს. ჩხიტუნიძემ განიხილა სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე აქტუალური საქმეები და უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს. 






ქალთა უფლებების თემის მიმოხილვის შემდეგ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის IOM წარმომადგენელმა ნათია დიდებულიძემ, ქალთა მიგრაციის თემაზე ისაუბრა. განიხილა სტატისტიკა და ის სერვისები, რასაც მათი ორგანიზაცია უწევს მიგრანტ ქალებს. 









ტრენინგის მეორე დღე, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებს დაეთმო. მედია სახლ „სამხრეთის კარიბჭე“-ს დირექტორმა გულნარა კოხოძემ იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რაც სამცხე-ჯავახეთში ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს აქვთ და იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც მედიის ყურადღების მიღმა რჩება. კოხოძემ კონკრეტული მაგალითები განიხილა და შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 










ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შემდეგ, ტრენინგი დაეთმო მიგრაციის თემის გაშუქებას, რაზეც ტელეკომპანია „ბორჯომის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინა ნოზაძემ ისაუბრა. მან ისაუბრა იმ კონკრეტულ ანალიტიკურ სტატიაზე, რომელიც ამ თემაზე მოამზადა. აღნიშნა, რომ მიგრაციაში მყოფი ადამიანები არიან საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე, ქვეყნიდან გასული ადამიანების რიცხვს კი არცერთი სახელმწიფო უწყება არ ითვლის. მიგრანტების სტატისტიკა თუ კვლევა ნაკლებად მოიძებნება ინტერნეტ სივრცეში. მან ჟურნალისტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და რეკომენდაციები მისცა, როგორ იმუშაონ მიგრაციის თემაზე. 








ტრენინგის ბოლოს, მონაწილე ჟურნალისტებს სერთიფიკატები გადაეცათ.










პროექტის მონაწილე ჟურნალისტებისთვის, ბორჯომის შემდეგ, ტრენინგები  საირმეში და ანაკლიაში ჩატარდება. ფიზიკურ სივრცეში ტრენინგებს წინ უძღვოდა ვებინარები საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით.


ტრენინგების პარალელურად გამოცხადებულია მედია კონკურსი ჟურნალისტებისთვის, ომში ან კრიზისულ სიტუაციებში მყოფი ქალების თემებზე. მასში მონაწილეობა შეუძლიათ ქვეყნის მასშტაბით, ნებისმიერ მედია საშუალებაში მომუშავე ქალ რეპორტიორებს. პროგრამა ფოკუსირებულია ქალებზე. საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური. საერთო ჯამში გამოვლინდება 9 გამარჯვებული. სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორისთვის დაგეგმილია, 2023 წლის დეკემბერში, ბერლინში, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გამგზავრება. დანარჩენები კი ტექნიკით დაჯილდოვდებიან.


პროექტს „რეპორტიორ ქალთა აკადემია“, საქართველოში ახორციელებს ჟურნალისტთა ასოციაცია „გენდერული მედია კავკასია“ და გერმანული ორგანიზაცია „ანალიზისა და პოლიტიკის დიალოგის ინსტიტუტი“ (IfAP). პროგრამას აფინანსებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.



Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და
იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
12:04 / 18.11.2024
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე
ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე,
10:17 / 18.11.2024
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.