მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან თანხა ჩაერიცხათ
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან
დაკავშირებით, ომის ვეტერანებს ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან, 300
ლარი, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებს 100 ლარი ჩაერიცხათ.
ბორჯომში II მსოფლიო ომის 2 ვეტერანი და 7 მათთან გათანაბრებული პირი
ცხოვრობს.
აღნიშნული სოციალური პროგრამით II მსოფლიო ომის ვეტერანები ასევე
სარგებლობენ ახალ წელს, აღდგომასა და საქართველოს დამოუკიდებლობის
დღეს.