საქართველოს პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა დღეს, 13 იანვარს 9 მსჯავრდებული შეიწყალა,
რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ
პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული
სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
შეწყალებული მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებს დღესვე
დატოვებენ.