მიხეილ სააკაშვილი გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი-ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში
პენიტენციური სამსახურის
განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის #18 სამკურნალო
დაწესებულებაშია გადაყვანილი
"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და
მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი
გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და
მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.
დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით",
-ნათქვამია განცხადებაში.