პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
დადგენილების პროექტს პარლამენტი
დღეს, 26 ნოემბერს პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. პროექტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა
წარდგინა.
მისივე თქმით, ამავდე დადგენილებით განისაზღვრება ინაუგურაციის დღედ
29 დეკემბერი.
საქართველოს მოსახლეობა წელს პირველად არ აირჩევს საქართველოს
პრეზიდენტს პირდაპირი წესით - არჩვნებზე ხმის მიცებით. მათ ნაცვლად
მომავალი პრეზიდენტის არჩევა შეეძლებათ 300 ხმოსანს, რომელიც
პარლამენტის წევრებისგან, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისგან და
თვითმმართველი ქალაქის საკრებულოების დეპუტატებისგან იქნება
დაკომპლექტებული.