ახალი ამბები
„ტელეფონი არ ჩერდება, იმდენი ზარი შემოდის“ - დავით კიკაძე
ალბათ გახსოვთ, გასულ კვირას გიყვებოდით ბორჯომში "სიკეთის ვირუსის" შესახებ. გაგაცანით ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ, საკუთარ ქალაქში შეჭირვებული ოჯახების დახმარებას. მულტიმედია მასალა, ტელეკომპანია "ბორჯომის" ვებ-გვერდსა და ფეისბუქის გვერდზე, 29 იანვარს გამოქვეყნდა. მას შემდეგ, სოციალურ ქსელში, მომხმარებლების მხრიდან მასალას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ბორჯომელების დახმარებას ცდილობდა, ტაქსის მძღოლი დავით კიკაძეა. ვისაც გადაადგილება უჭირს, წამლებით, პროდუქტით ამარაგებს და ბორჯომელებს საკუთარი ავტომობილით ემსახურება. შეჭირვებულებს, მგზავრობის ფულს არ ახდევინებს. შეღავათიან ფასად მიჰყავს მგზავრები ქალაქგარეთ.




დავით კიკაძეზე გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში, Facebook-ზე ყველაზე პოპულარულებში მოხვდა. ერთი კვირის წინ გამოქვეყნებული ვიდეო 188 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. მოიწონა 7000-მდე მომხმარებელმა, მოჰყვა 600-ზე მეტი გაზიარება და 400-ზე მეტი „კომენტარი“. 



დავით კიკაძე ამბობს, რომ ტელეკომპანია „ბორჯომის“ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, მისი მობილური, სატელეფონო ზარებისგან არ ჩერდება. უამრავი ადამიანი უკავშირდება და სთხოვს გადაადგილებას და დახმარებას. აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ადამიანების უმრავლესობას დახმარების თხოვნა ერიდება და რცხვენია.


„ტელეფონი თითქმის არ ჩერდება, ბევრი რეკავს. დახმარების თხოვნა შედარებით რცხვენიათ. ძალიან დადებითად მიიღო საზოგადოებამ ეს ვიდეო. როცა რეკავენ, პირდაპირ დახმარებას არავინ მთხოვს, თითქოს უკვე რაღაც გავუკეთე, ისე მადლიერები მელაპარაკებიან. ძირითადად, თბილისში წაყვანა-წამოყვანას მთხოვენ და შეღავათიან ფასად დამყავს, ვიცი ყველას უჭირს...
ყველას უჩნდება სურვილი, სხვებს დაეხმაროს რითიც შეძლებს. ჩვენ ყველას ხომ შეგვიძლია ვაკეთოთ სიკეთე, ვიზრუნოთ სხვებზე და ერთმანეთის თანადგომით, დარწმუნებული ვარ, ბევრს შევძლებთ.
ზოგადად, ადამიანები დახმარებას არ გვთხოვენ. რცხვენია, ერიდებათ, ასე რომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ ისინი და დავეხმაროთ როგორც შევძლებთ. ჩემთან, სატელეფონო ზარების რაოდენობამ მოიმატა კიარა ალბათ გაათმაგდა. არ ვწუხდები არაფრით, ნეტა შემაძლებინა უფრო მეტი, ამით უფრო ბედნიერი ვიქნები“
- ამბობს დავით კიკაძე.



ამავე თემაზე:

"სიკეთის ვირუსი" ბორჯომში

დავით კიკაძე - სიკეთით "ინფიცირებული" ბორჯომიდან

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8
მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
15:48 / 25.11.2024
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მომიტინგეების ნაწილმა ღამე
რუსთაველზე გაათენა. დღეს, 25 ნოემბერს დაგეგმილია მე-11 მოწვევის
პარლამენტის პირველი სხდომა, რასაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და
არასამთავრობო სექტორი არალეგიტიმურად მიიჩნევს.
08:09 / 25.11.2024
მომიტინგეების ნაწილმა ღამე რუსთაველზე გაათენა. დღეს, 25 ნოემბერს დაგეგმილია მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რასაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და არასამთავრობო სექტორი არალეგიტიმურად მიიჩნევს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.