ახალი ამბები
გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარ
დეპუტატს, გედევან ფოფხაძეს კოვიდ19 დაუდასტურდა. აღნიშნულ
ინფორმაციას პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი"-
ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ
მაღალი ტემპერატურით შევიდა.
„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" დაავადებათა კონტროლის
ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შემდგომ, ადასტურებს, რომ პარტიის
აღმასრულებელ მდივნის, გედევან ფოფხაძეს" ტესტმა დადებითი პასუხი
აჩვენა,"-აცხადებენ პარტიაში.
ცნობისთვის, ამავე პარტიის პოლიტიკურ მდივანს ლევან გოგიჩაიშვილს და
მის მეუღლეს კოვიდ19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, პარტია „ჩვენი
საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" ლიდერები ამ დრომდე თვითიზოლაციაში
იმყოფებიან.
გააზიარეთ :