ახალი ამბები
ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დებუტატი გედევან ფოფხაძე თვითიზოლაციაში იმყოფება
"ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" ლიდერები: მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
როგორც "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" განცხადებაშია აღნიშნული, ალიანსის ყველა ლიდერი კონტაქტშია ეპიდემიოლოგებთან და მათი რეკომენდაციებით მოქმედებენ.

"მოგეხსენებათ ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს დაუდასტურდა კორონავირუსი.
ბუნებრივია, ჩვენი გუნდისთვის უპირველესია ადამიანების ჯანმრთელობა და ამიტომ ჩვენ დავხურეთ პარტიის თბილისის სათაო ოფისი. ყველა ის ადამიანი, ვისაც ჰქონდა ლევან გოგიჩაიშვილთან სამუშაო შეხვედრა 6 სექტემბრის (კვირის) შემდეგ გადავედით თვითიზოლაციაში, მათ შორის, "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" ლიდერები: მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე.
ჩვენი ოფისები ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ოზურგეთში აგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში. მაგრამ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ყველა ოფისს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ მაქსიმალურად გადავიდნენ ამომრჩევლებთან ონლაინ კომუნიკაციის რეჟიმზე.

რა თქმა უნდა შევაჩერეთ თბილისში აქტიური წინასაარჩევნო კამპანიაც, რომელიც მოიცავს ამომრჩეველთან პირდაპირ კომუნიკაციას, შეხვედრებს, კარდაკარს და ა.შ.
თუმცა არ ვწყვეტთ თქვენთან ურთიერთობას და პირიქით, იმედი გვაქვს, რომ დისტანციურ რეჟიმში ბევრად უფრო ხშირი შეხვედრები გვექნება თვითიზოლაციიდან ონლაინ ჩართვებით და თქვენს თითოეულ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გასაცემად კიდევ უფრო მეტი დრო გვექნება.

პარტია "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის" ალიანსის ყველა ლიდერი არის უშუალოდ კონტაქტში ეპიდემიოლოგებთან და ვმოქმედებთ, მათი რეკომენდაციებით.
ვერ დავუშვებთ, რომ საარჩევნო კამპანიის გამო რისკის ქვეშ დავაყენოთ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობა. ამიტომ დღეიდან აქტიურად ვერთვებით დისტანციურ რეჟიმზე და ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას ონლაინ.", -ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
3 მაისი პრესის თავისუფლების
საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
14:31 / 03.05.2024
3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
14:21 / 03.05.2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები
სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში ადასტურებენ.
11:32 / 03.05.2024
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ
სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
07:12 / 03.05.2024
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან
შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს
იყენებს.
22:54 / 30.04.2024
თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს იყენებს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.