პოლიცია ბარ Bauhaus-ის ორ დაკარგულ თანამშრომელს ეძებს
თბილისში ბარ Bauhaus-ის ორ დაკარგულ
თანამშრომელს ეძებენ. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდები ბარიდან ღამის 5
საათზე, ჩანთების გარეშე გავიდნენ.
მათი ბოლო ადგილსამყოფელი, რომლის შესახებაც მეგობრებმა იციან
იუსტიციის სახლის მიმართულებით, ვერცხლის ქუჩაა.
შსს-ს ინფორმაციით, ორი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში
შეტყობინება 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შევიდა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს,- აცხადებენ
უწყებაში.