Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [8]: Error occurs when save image "/home/borjomi/public_html/pictures/1". __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [8]: Error occurs when save image "/home/borjomi/public_html/pictures/1". __LINE__
ეკონომიკა
სასტუმროებში ორსართულიანი საწოლების გამოყენება იკრძალება

 

ჯანდაცვის სამინისტრომ  ახალი კორონავირუსის  გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სასტუმროებისათვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
სასტუმროს საჯარო სივრცეში აუცილებელია პირბადის გამოყენება, სასტუმროებში ორსართულიანი საწოლების გამოყენება დაუშვებელი იქნება.
ყველა ტიპის სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ სამუშაო სივრცეში განსახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

• ერთიან შესასვლელთან, უზრუნველყავით თერმოსკრინინგი ვიდეოსკრინინგის ან ტემპერატურული დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით, რათა სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/ვიზიტორების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;

• თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ. შესაძლებელია ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენება;

• უზრუნველყავით სასტუმროს ტერიტორიაზე ზედაპირების დასუფთავება/დეზინფექცია სათანადო წესით (დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 3-ჯერ), ასევე ყოველ 2-საათში ერთხელ ყველა იმ ზედაპირის დამუშავება, რომელთანაც ხშირად შეხება უწევთ სასტუმროს ვიზიტორებს ან სივრცეში მყოფ პირებს (მათ შორის კარის და ფანჯრის სახელურები, კიბის მოაჯირები, ლიფტის ღილაკები და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირები);

• სასტუმროს საერთო მოხმარების სივრცეებში დაიცავით დისტანცია (არანაკლებ 2 მ);

• ობიექტზე უზრუნველყავით სასტუმროს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;

• უზრუნველყავით დღეში რამდენჯერმე სასტუმროს სივრცეში არსებული დახურული სივრცეების/ სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია და ადამიანთა კონცენტრაციის ადგილების სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება;

• დაუშვებელია ორ სართულიანი საწოლების გამოყენება;

• საერთო გამოყენების სველი წერტილებით სარგებლობისას, ყოველი გამოყენების შემდგომ მოხდეს მისი დეზინფექცია ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად;

• სასტუმროს პერსონალი და ვიზიტორები უზრუნველყავით სათანადო კოლექტიური დაცვის საშუალებებით:
1. დეზობარიერი - შენობის შესასვლელში, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
2. დამცავი გამჭვირვალე ბარიერები - თანამშრომლების მესამე პირებთან ურთიერთობის შემთხვევაში (მიმღებში);

• დასაქმებულთა და სტუმართათვის თვალსაჩინო და ხელმისაწვდომ ადგილას განათავსეთ 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;

• დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის შემოტანის გაზრდილი კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით; დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
იანვარი-მარტის პერიოდში
ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 77,045
საერთაშორისო ვიზიტი შედგა - ზრდა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით
+44.4%-ია (+23,677 ვიზიტი),- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
11:00 / 22.04.2024
იანვარი-მარტის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 77,045 საერთაშორისო ვიზიტი შედგა - ზრდა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით +44.4%-ია (+23,677 ვიზიტი),- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
თანამედროვე ფინანსურ სამყაროში
ოფშორი წარმოადგენს მდიდარი მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის ერთგვარ
თავშესაფარს,
05:40 / 21.04.2024
თანამედროვე ფინანსურ სამყაროში ოფშორი წარმოადგენს მდიდარი მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის ერთგვარ თავშესაფარს,
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
2.6711 ლარი გახდა.
16:08 / 19.04.2024
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6711 ლარი გახდა.
2024 წლია იანვარ-მარტში
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა,
ექსპორტი კი 7.8%-ით გაიზარდა.
12:07 / 19.04.2024
2024 წლია იანვარ-მარტში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ექსპორტი კი 7.8%-ით გაიზარდა.
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე
12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6699 ლარად ივაჭრება.
11:39 / 18.04.2024
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6699 ლარად ივაჭრება.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.