ეკონომიკა
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა +44.4%-ით გაიზარდა
იანვარი-მარტის პერიოდში
ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 77,045
საერთაშორისო ვიზიტი შედგა - ზრდა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით
+44.4%-ია (+23,677 ვიზიტი),- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, 2024 წლის პირველ
კვარტალში, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი პოლონეთიდან დაფიქსირდა
11,734 ვიზიტით, რაც 2019 წლის მონაცემებს +67.1%-ით აჭარბებს, შემდეგ
მოდის გერმანია 11,005 ვიზიტით, 2019 წელთან შედარებით ზრდა +46.1%;
გაერთიანებული სამეფო 6,484 ვიზიტი; ზრდა 2019 წელთან +27%.
„საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების
რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით
შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ
და დასრულებულ ვიზიტებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გააზიარეთ :