ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება - რა ეტაპზეა პროექტი
ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის
დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. ეს კი ახალციხის საავტომობილო
გზაზე ხულო-ზარზმის მონაკვეთის
რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ მოხდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხულო-ზარზმის განახლებული
გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით
დააკავშირებს ერთმანეთთან.
„გზა საკმაოდ რთულ გეოლოგიურ რელიეფზე გადის და მისი სიგრძე
42 კმ-ია.
განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით
შემცირდება.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის
უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.
ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია 16კმ გზის რეაბილიტაცია. მთლიანად,
სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება,“- ნათქვამია
დეპარტამენტის ინფორმაციაში.