ახალციხეს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგური დაემატა
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ქალაქ ახალციხეში ახალი ავტომატური სადგური დაემატა.

ახალი სადგური ახალციხეში გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა და შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანნა ლიბერგმა გახსნეს.

„გარემოს ეროვნული სააგენტო, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოებას აგრძელებს. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი. დღეიდან, ჰაერის ხარისხის მონაცემების მიღებას ახალციხის სადგურიდანაც შევძლებთ. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, შევძლებთ შევასრულოთ საერთაშორისო ვალდებულებები, ამასთან მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჰაერის ხარისხის მონაცემებზე ხელმისაწვდომობა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.

შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ანნა ლიბერგმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია როგორც ჰაერის, ისე ზოგადად, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება ქვეყანაში.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, ვითარდება ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი, რომელიც მოიცავს როგორც მობილურ, ისე სტაციონარულ სადგურებს. შესაბამისად, იზრდება ჰაერის ხარისხის მონაცემებზე ხელმისაწვდომობა. ამასთან, მონაცემები ყველასთვის არის ღია და გამჭვირვალე. ჩვენ ქვეყნებს შორის კვლავ გაგრძელდება თანამშრომლობა მეტი შედეგის მისაღწევად“, - განაცხადა მან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით უკვე არსებულ 7 ავტომატურ და 2 მობილურ სადგურს, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, 8 ავტომატური და 1 მობილური სადგური დაემატა.

ახალი სადგურებიდან მიღებული მონაცემები, ეტაპობრივად, სააგენტოს პორტალზე www.air.gov.ge აისახება.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი ავტომატური სადგურის შეძენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში განხორციელდა.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს მყისიერ და მკაცრ რეაგირებას
დანაშაულის ჩამდენ პირთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ , -
ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე
დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
19:50 / 03.12.2024
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს მყისიერ და მკაცრ რეაგირებას დანაშაულის ჩამდენ პირთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
სამ დეკემბერს საქართველოს ეროვნული
ვალუტა, ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდა დოლართან, ევროსთან და
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით.
17:26 / 03.12.2024
სამ დეკემბერს საქართველოს ეროვნული ვალუტა, ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდა დოლართან, ევროსთან და გირვანქა სტერლინგთან მიმართებით.
2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე
მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 34 პირი დააკავეს.
11:37 / 03.12.2024
2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 34 პირი დააკავეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის
თანამშრომლების ერთი ნაწილი საერთო განცხადებას ავრცელებს, სადაც
გმობს დემონსტრანტებზე ძალადობას, ემიჯნება „ქართული ოცნების“
განცხადებას ევროკავშირთან დაახლოების პროცესი შეჩერებაზე და
მოითხოვენ, მათი ეთერები საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებასა და საჯარო
დისკუსიებს დაეთმოს.
10:47 / 03.12.2024
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ერთი ნაწილი საერთო განცხადებას ავრცელებს, სადაც გმობს დემონსტრანტებზე ძალადობას, ემიჯნება „ქართული ოცნების“ განცხადებას ევროკავშირთან დაახლოების პროცესი შეჩერებაზე და მოითხოვენ, მათი ეთერები საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებასა და საჯარო დისკუსიებს დაეთმოს.
ახალციხის N5 საჯარო სკოლის
მოსწავლეებმა ევროინტეგრაციის შეჩერების გაპროტესტების მიზნით,
პეტიცია შექმნეს, ხელს 150–მდე მოსწავლე აწერს.
09:42 / 03.12.2024
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ევროინტეგრაციის შეჩერების გაპროტესტების მიზნით, პეტიცია შექმნეს, ხელს 150–მდე მოსწავლე აწერს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.