„მაღალმხარჯველი ტურისტების რაოდენობა შემცირდება - დავრჩებით ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებისა და ახლო აღმოსავლეთის იმედად“
,,თუ დასავლეთის სტრუქტურებში ინტეგრირებას საფრთხე დაემუქრა და თუ ამას მოჰყვა ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა, საქართველო გახდება არასანდო პარტნიორი დასავლეთისთვის,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისასა გიდმა ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, თუ საქართველო არასასურველი ქვეყნების რიგში აღმოჩნდება, ეს თავისთავად გამოიწვევს ტურისტების რაოდენობის შემცირებას, იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტები მოგზაურობამდე ყურადღებას აქცევენ ამა თუ იმ ქვეყანაში სტუმრობის შესახებ საკუთარი ქვეყნის რეკომენდაციებს.


„თუ საქართველო აღმოჩნდება არასასურველი ქვეყნების რიგში, რა თქმა უნდა, შემცირდება ტურისტების რაოდენობა. ამასთან, ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვას მოჰყვება რეისების შემცირება, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი რეისი გვაქვს არამხოლოდ იმიტომ რომ უცხოელები ჩამოდიან, არამედ იმიტომ, რომ ქართველები ხშირად ვმოგზაურობთ ევროპაში,“ - ამბობს გიდი.



ტურიზმის სექტორი ჩვენთან საუბარში არაერთხელ აღნიშნავდა, რომ საქართველოს მეტი მაღალმხარჯველი ევროპელი და ამერიკელი ტურისტი სჭირდება, რისი მიღწევის ერთ-ერთი გზაც მეტი პირდაპირი რეისია. გიორგიძეს ვკითხეთ, პოლიტიკური კრიზისის ფონზე რამდენად მოსალოდნელია მაღალმხარჯველი ტურისტების რაოდენობის კლება ქვეყანაში.



„იმ შემთხვევაში თუ უვიზო რეჟიმი შეჩერდება, რა თქმა უნდა შემცირდება რეისები, ამას მოჰყვება ფასების ზრდა, პირდაპირი ფრენებისა და ტურისტების შემცირება. ამის ფონზე, მაღალმხარჯველი ტურისტი, რომელიც ისედაც პრობლემა იყო ჩვენს ქვეყანაში, კიდევ უფრო შემცირდება და დავრჩებით ორი ბაზრის შემყურე - ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები და ახლო აღმოსავლეთი, რომელთა ტურისტებიც არ არიან მაღალმხარჯველები. მით უმეტეს მაშინ, როცა არც ჩინეთისთვის და არც კორეისა და იაპონიისთვის ჩვენ ჯერ სასურველი მიმართულება არ ვართ და ამ ქვეყნებიდან ამჟამად ტურისტები მასობრივად არ შემოდიან. საფრთხეები არსებობს, თუმცა იმედი მაქვს, რომ ჩემი პროგნოზი არ გამართლდება და ჩვენს ხელისუფლებას ეყოფა საღი აზრი, რომ ამ სცენარის განვითარება რამენაირად არ დაუშვას,“ - განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.



შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა 3.5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს 6.5%-ით (210 მლნ. აშშ. დოლარით) აჭარბებს.


წყარო: bpn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
საბურავების ფასები შესაძლოა, გაიზარდოს - ამის შესახებ
„ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელმა ბაკურ
ხუნდაძემ განაცხადა.
11:11 / 21.11.2024
საბურავების ფასები შესაძლოა, გაიზარდოს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელმა ბაკურ ხუნდაძემ განაცხადა.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსთან
სავაჭრო ბრუნვა 10.8%-ით გაიზარდა და 2.06 მლრდ აშშ დოლარი
შეადგინა.
23:14 / 19.11.2024
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსთან სავაჭრო ბრუნვა 10.8%-ით გაიზარდა და 2.06 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.