ახალი ამბები
წლის რეინჯერების გამოვლენა და დაჯილდოება - ბორჯომში რეინჯერთა მსოფლიო დღე აღინიშნა
რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ბესიკ კუსიდთან ერთად რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა.

რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, წელს, ტრადიციულად, დაცული ტერიტორიების ყველა ადმინისტრაციაში „წლის რეინჯერი“ გამოვლინდა, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ; გაიმართა რეინჯერების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენაც.

ღონისძიებაზე გაიხსენეს და პატივი მიაგეს ყველა იმ რეინჯერს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

“დღეს აღვნიშნავთ რეინჯერთა მსოფლიო დღეს. მინდა მივულოცო თითოეულ რეინჯერს დღევანდელი დღე და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ სამსახურისთვის, რასაც ეწევიან ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვისთვის. რა თქმა უნდა, პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნას, ჩვენი გმირი რეინჯერების ხსოვნას, ვინც ამ საქმიანობას შეეწირნენ და ყველაზე უკეთესი, თავიანთი სიცოცხლე გაწირეს ამ საქმისთვის. ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნების დაცვას 500-მდე რეინჯერი ემსახურება. მათ საქმიანობაში შედის ბრაკონიერობის ფაქტის აღკვეთა, და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტორთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მათი ინფორმირება. ეს არის, მე ვიტყოდი, საპატიო საქმე და სახელმწიფო ზრუნავს და აუცილებლად იზრუნებს, რომ მათ ჰქონდეთ სათანადო სამუშაო პირობები, აღჭურვილობა, სოციალური გარანტიები და ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ ეფექტიანად განახორციელონ საქმიანობა და იყვნენ დაფასებულები”
- განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმაც ოთარ შამუგიამ.


საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, 24 ტერიტორიულ ადმინისტრაციაში გადანაწილებული 450 რეინჯერი იცავს. რეინჯერების დაცვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის 13%-ზე მეტია.

მიმდინარე წელს რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში გაიმართა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და
იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
12:04 / 18.11.2024
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე
ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე,
10:17 / 18.11.2024
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე,
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.