ევროპა ჩვენში
საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული-ევროპული საბჭო
02 / სექტემბერი 2023
საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული-ევროპული საბჭო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია,
"იტალიიდან დაბრუნებულმა, მიზნად დავისახე ევროპული ანაზღაურება ბორჯომში" - ნატალია მესხი
05 / ივლისი 2023
"იტალიიდან დაბრუნებულმა, მიზნად დავისახე ევროპული ანაზღაურება ბორჯომში" - ნატალია მესხი
ხანდახან დღე-ღამის განმავლობაში ოცდაოთხ საათს მუშაობს, სამ სამსახურს ერთმანეთს უთავსებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია  საქართველოში
05 / ივლისი 2023
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში
EUMM (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში) ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. მისია 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელმაც რუსეთ საქართველოს აგვისტოს ომი დაასრულა. მისიის ძირითადი ამოცანებია:

• საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა;

• აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობა;

• კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა;

• საქართველოსა და რეგიონის შესახებ ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირება.

აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველომ რუსეთთან მიმართებაში ცალმხრივად აიღო ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, რუსეთი კი უარს აცხადებს ამგვარი ვალდებულების აღებაზე.

მას შემდეგ, რაც სადამკვირვებლო მისიამ საქმიანობა დაიწყო, იგი ახორციელებს 24-საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს. მისიაში 200-მდე დამკვირვებელი მუშაობს ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან. სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონული ოფისები – გორში, მცხეთასა და ზუგდიდში. EUMM-ის მანდატი ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. თუმცა, სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის განხორციელების საშუალება დღემდე არ ეძლევათ.

წყარო: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

ევროპის სოფლებში ახალ მოსახლეებს €80 000-მდე უხდიან
04 / ივლისი 2023
ევროპის სოფლებში ახალ მოსახლეებს €80 000-მდე უხდიან
ევროპის იმ ქალაქებში, სადაც ადამიანების რაოდენობა მცირდება, ახალ მოსახლეებს ცხოვრების სანაცვლოდ ფულს სთავაზობენ. Euronews Travel იმ ქალაქების ჩამონათვალს ავრცელებს, რომლებიც ახალ მოსახლეებს საჭიროებს.
სხვა სტატიები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.