ფაქტი, რომ თქვენ ვერ შეძელით დაპირების შესრულება პროპორციულ
საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს
დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს, - ამის შესახებ
ევროპარლამენტარმა სანდრა კალიენტემ ბრიუსელში, ევროპარლამენტის
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან
საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.