გზის გარკვეულ მონაკვეთებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა
ინტენსიური თოვის გამო ზგის გარკვეულ მონაკვეთებზე დაწესებული
შეზღუდვები მოიხსნა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს,
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული
გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის
საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აღდგა ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე. ამ ეტაპზე, საერთაშორისო
მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი)
საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.