ზამთარი გვიახლოვდება და
შემოდგომის დაწყებისთანავე, თითქმის ყველა ოჯახში დიასახლისების
უმეტესობა ზამთრისთვის შესანახ პროდუქტებზე ზრუნვას
იწყებს.
გთავაზობთ კეტჩუპის ჯანსაღ, გემრიელ
და უმარტივესად მოსამზადებელ რეცეფტს, რომლის მომზადებასაც მარტივად
შეძლებთ სახლის პირობებში.
ინგრედიენტები
პომიდორი - 10 კგ
წითელი ბულგარული წიწაკა - 2 კგ
ხახვი - 2 კგ
ვაშლი - 2 კგ
ნიორი - 300 გ
მწარე წითელი წიწაკა - 500 გ
მარილი
შაქარი
მიხაკი
დარიჩინი
ძმარი - 2 ჭიქა
სახამებელი
მომზადების წესი
ბოსტნეული ერთად მოხარშეთ და დააბლენდერეთ, შემდეგ გაატარეთ საცერში.
გადაიტანეთ გასქურაზე და აადუღეთ, დაუმატეთ მარილი და შაქარი
გემოვნებით, აგრეთვე მიხაკი, დარიჩინი, ძმარი და სახამებელი, რომ მასა
შესქელდეს. მომზადების შემდეგ მდუღარევე მშრალ ქილებში მოათავსეთ და
შეფუთეთ გაციებამდე.