ახალციხეში ხანძარს შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
13:00 / 23.10.2020
ახალციხეში, კორპუსში გაჩენილ
ხანძარს შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი
დიდიმამიშვილის ქუჩაზე 5-სართულიანი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩნდა.
სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ადგილზე 4 წუთში გამოცხადდნენ. ამ
დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.ინფორმაციას "მეცხრე არხი"
ავრცელებს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე
მისულ მაშველებს შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი
დახვდათ."სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ადგილზე იყვნენ ოთხ წუთში.
ცეცხლი ეკიდა საწოლსა და მის გარშემო იატაკს. ხანძარი ლიმვიდირებულია.
მეხანძრე-მაშველებმა სახლში იპოვეს შუა ხნის ასაკის მამაკაცის
ცხედარი", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
პრესცენტრში.
"ფეხები დამწვარი ჰქონდა და სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო" -
განუცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმმა სარვარ
საფაროვმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის
სამართლის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის
დაზიანებას ან განადგურებას, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.