ახალი ამბები
სამი ახალი საბაგირო და ახალი სასრიალო არეალები ბაკურიანში
ბაკურიანი ზამთრის სეზონს სამი ახალი საბაგიროთი და ახალი სასრიალო არეალებით შეხვდება. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის თამაზ გამცემლიძის განცხადებით, ბაკურიანში ახალი ინფრასტრუქტურა ეწყობა. „ემატება ახალი სასრიალო არეალები. გარდა ტურისტების უკეთ მომსახურებისა, ახალი საბაგიროები ასევე გათვალისწინებულია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. მოგეხსენებათ, საქართველო თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა. ასევე, იგეგმება დიდი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელშიც შედის გათოვლიანების სისტემები, წყლის რეზერვუარები ხელოვნური თოვლისთვის. ამასთან, ბაკურიანში დიდველზე 10 ახალი გონდოლა დამონტაჟდა ძველი გონდოლის საბაგიროზე და შედეგად ძველი საბაგირო დაახლოებით საათში 350-400 კაცით მეტს გაატარებს, რაც რიგებს მნიშვნელოვნად განტვირთავს“ - აღნიშნა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება ფასებს, გამცემლიძის თქმით, მიმდინარეობს აქცია და 25%-იანი ფასდაკლებით იყიდება სეზონური აბონიმენტები. მისივე თქმით, წინა წლის ზამთრის სეზონთან შედარებით ფასების რაიმე ცვლილება მოსალოდნელი არაა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.