საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს
„ჯავახავტოგზა“, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს
საავტომობილო გზის კმ68-კმ69 მონაკვეთზე აწარმოებს ამორტიზირებული
რკინა-ბეტონის პარაპეტების შეცვლის სამუშაოებს.
წინასწარი შეფასებით, 2022 წლის
ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი
შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის
პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით
განისაზღვრა.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 28
აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს - მარიამობას
აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ყველა მოქმედ ტაძარში
აღევლინება. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში ღვთისმშობლის
მიძინების სახელობის ტაძარი სოფელ ქვაბისხევსა და
ტიმოთესუბანშია.
ნადირობის სეზონი 2022 წლის აგვისტოს
მეოთხე შაბათს გაიხსნება
ნადირობის სეზონი ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების
მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული
იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების
დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების (N95 27/12/2013წ.) შესაბამისად, 2022
წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება.
პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას,
ვალდებულია:
• ნადირობამდე გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი
(10 ლარი);
• გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში
ნადირობის შემთხვევაში თან იქონიოს ამ მოსაკრებლის გადახდის
დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით;
• ასევე ნადირობისას თან იქონიოს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო
თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი უფლებამოსილია
ინადიროს გადამფრენ ფრინველებზე (ზემოაღნიშნული ბრძანების მოთხოვნათა
დაცვით), გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული
მოსაკრებლის გადახდის წლის აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის
პირველ მარტამდე, ხოლო მოსაკრებლის წლის დასაწყისში (იანვარი ან
თებერვალი) გადახდის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია ინადიროს
მოსაკრებლის გადახდის წლის პირველ მარტამდე პერიოდში.
ნადირობა დაშვებულიამხოლოდ ამისათვის
სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა)
- კანონით დადგენილ შემთხვევებში (სამონადირეო
მეურნეობებში).
გადამფრენ
ფრინველებზე ნადირობა შესაძლებელია სამონადირეო მეურნეობების
გარეთაც.
ნადირობა აკრძალულია:
საქართველოს ქალაქების
ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ
პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და
ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს
მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების
ფართობებზე;
აკრძალულია
ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის
შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო
გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი
ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული
ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი), სანადირო
ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური
იარაღი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.