ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის ნაწილი დროებით შევიწროვდება
საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს
„ჯავახავტოგზა“, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს
საავტომობილო გზის კმ68-კმ69 მონაკვეთზე აწარმოებს ამორტიზირებული
რკინა-ბეტონის პარაპეტების შეცვლის სამუშაოებს.
სამუშაოების წარმოების
პერიოდში, სავალი ნაწილი დროებით, პერიოდულად შევიწროვდება ერთ
სამოძრაო ზოლზე. აღნიშნული სამუშაოები ჩატარდება 2022 წლის 31
აგვისტოს 06:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე და 1 სექტემბერს 06:00 სთ-დან
18:00 სთ-მდე