საზოგადოება
,,სამცხე-ჯავახეთიში დამუშავდა 20 000 სული მსხვილფეხა საქონელი''-სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შესახებ საინფორმაციო კამპანიას ატარებენ.
სააგენტოს ვეტერინარებმა ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების, პრევენციული ღონისძიებების, პირუტყვის დამუშავებისა და საჭირო პრეპარატების შესახებ; დარიგდა საინფორმაციო მასალები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განთავსდა სარეკომენდაციო პლაკატები.

‼ დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები ინსტრუქციის შესაბამისად, უსაფრთხოების წესების დაცვით, ინსექტოაკარიციდული პრეპარატით დაამუშაონ; მინდორში მუშაობისას, ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ; დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგოდ ეპიდემიოლოგიურ კერებში მსხვილფეხა საქონლის ინსექტოაკარიციდებით დამუშავების ღონისძიებებს ახორციელებს.
მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 38 სოფელში დამუშავდა 20 000 სული მსხვილფეხა საქონელი; ასევე, შიდა ქართლის რეგიონის ოთხ დასახლებულ პუნქტში - 596 სული მსხვილფეხა საქონელი. ღონისძიებები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, რომლის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას, შესაძლოა, ლეტალური შედეგი მოჰყვეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.