შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1990 წელს
დაბადებული ბ.მ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 15
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.