მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
ბოლო ერთი თვის მონაცემებით,
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ
პუნქტებში "სარფი“, "სადახლო-საავტომობილო“, "ქუთაისის აეროპორტი“ და
"წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის
მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების
შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო
ნაკეთობები (საერთო წონა - 488,58 გრამი) გამოვლინდა. შესაბამის
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არადეკლარირებული
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 30 279,73 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად,
კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, საბოლოოდ, 30
279,73 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო ერთი კანონდამრღვევი, უცხო
ქვეყნის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.