სამცხე-ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 37 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, 2023 წლის ოქტომბერში უკანონო ტყითსარგებლობის 297
ფაქტი გამოავლინეს;
მათ შორის, 243 ფაქტი ხე-ტყის
უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 54 კი, სახერხი საამქროების
მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი
საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 14 ფაქტი სისხლის
სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 98 ფაქტი გამოვლენილია
კახეთში, 46 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში - 37,
სამეგრელო-ზემო სვანეთში - 36, იმერეთში - 31, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო
სვანეთში - 17, შიდა ქართლში - 16, მცხეთა-მთიანეთში - 7, ქვემო
ქართლში - 5, გურიაში კი, 4.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 321 კუბურ მეტრზე მეტი
მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 48 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 6 ერთეული
არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში
გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით,
უკანონო ტყითსარგებლობის 2 390 ფაქტი აღკვეთეს. ამავე პერიოდში,
ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილია 58 არარეგისტრირებული სახერხი
საამქრო.