ახალი ამბები
ახალციხეში ქმარმა ცოლის დახრჩობა სცადა
ოჯახში ძალადობის შემთხვევა ქალაქ ახალციხეში. მამაკაცმა ცოლის გაგუდვა სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას, ახალციხის ტელეკომპანია მეცხრე არხი ავრცელებს.შემთხვევა 10 თებერვალს მოხდა. ახალგაზრდა ქალი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, სხეულის დაზიანებებით ახალციხის კლინიკა „იმედში“ შეიყვანა. „ქალბატონი გადაყვანილია ბინიდან, კისრის არეში აქვს ზედაპირული დაზიანებები“ - გვითხრეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში.

დაზარალებული ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

„ახლა ნორმალურადაა, მოტეხილობა ან რაიმე მძიმე დაზიანება არ აღენიშნება. მოხრჩობის მცდელობა იყო, სისხლჩაქცევები აქვს ყელის არეში. რაც საჭირო იყო გავაკეთეთ, გამოკვლევები აღარ უტარდება, მაგრამ რჩება ჩვენთან“, - გვითხრა კლინიკურმა მენეჯერმა მზია კაკოშვილმა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 80-დან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

უწყების ინფორმაციით, ინცინდენტში მონაწილე მამაკაცი დაკავებული არ არის.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახური აცხადებს, რომ მათთან შესული 70-მდე
განცხადება/შეტყობინებიდან,
12:52 / 19.05.2024
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ მათთან შესული 70-მდე განცხადება/შეტყობინებიდან,
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება.
10:42 / 19.05.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო
დაადო.
17:16 / 18.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.
19 მაისს, 17:00 საათზე,
ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
16:55 / 18.05.2024
19 მაისს, 17:00 საათზე, ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას,
თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
15:21 / 18.05.2024
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.