ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი - სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია - საჭიროა დისკუსია
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო, საერთოდ ეს მიდგომა უკვე არასწორია, ჩვენ ერთის მხრივ ვადასტურებთ და ვამბობთ, რომ დისკუსია, განხილვა გვინდა, მეორეს მხრივ, ასეთი მუქარა, შანტაჟი, თუ ასეთი განცხადებები პროდუქტიული და შედეგის მომტანი არ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, დისკუსია და დიალოგი აუცილებელია.

„სანამ მე ვიტყოდი, პრემიერსაც არაერთხელ აქვს ნათქვამი, ჩვენმა კოლეგებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ყველამ თქვა, რომ მზად არის გუნდი დისკუსიისთვის. თუ პროცედურულად სხვა გამოსავალი ამ სიტუაციაში არ არსებობს, ალბათ, ამას გულისხმობდნენ ჩვენი კოლეგები, თუ ვეტო არის გამოსავალი და ვეტოს ფარგლებში შესაძლებელია ისეთი ტერმინოლოგია თუ გამოსავალი, რომელიც ამ სიტუაციას განმუხტავს, თუ ყველა ჩართულ მხარეს დაამშვიდებს, დააწყნარებს და იმას მიაღებინებს, რაც მისაღებია, მე მგონი, ეს იდეალური შემთხვევა იქნებოდა.

რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს, რა თქმა უნდა, კიდევ გავიმეორებ, აუცილებელია დისკუსია, დიალოგი, ეს უნდა გაგრძელდეს. რაზე უნდა დაასანქცირონ საერთოდ, აი, რატომ უნდა მოხდეს? სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო, საერთოდ ეს მიდგომა უკვე არასწორია, ჩვენ ერთის მხრივ ვადასტურებთ და ვამბობთ, რომ დისკუსია, განხილვა გვინდა, მეორეს მხრივ, ასეთი მუქარა, შანტაჟი, თუ ასეთი განცხადებები პროდუქტიული და შედეგის მომტანი არ არის“
, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, შესაძლოა, ეკონომიკას ზარალი მიადგეს, ქვეყანა ევროკავშირში ვერ გაწევრიანდეს, ღარიბაშვილი პასუხობს, რომ სწორედ ამიტომაა „დიალოგი სწორი“.

„ძალიან აპოკალიფსურ სურათს ნუ ხატავთ, ძალიან გთხოვთ! ამიტომ ვთქვი, რომ საჭიროა დისკუსია, ამიტომ თქვა პრემიერმაც, გუნდის ყველა ლიდერისგან მოვისმინე იგივე განცხადებები, პარლამენტის თავმჯდომარემაც თქვა, დეპუტატებმაც თქვეს, საჭიროა, ამ პროცესში ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
14:38 / 28.12.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
საპენსიო სააგენტომ დირექტორის
ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო
გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე
გასტანს.
17:49 / 27.12.2024
საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.