ახალი ამბები
უცხო ნომრებიდან შემოსული ზარების საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 70-მდე განცხადება მიიღო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ მათთან შესული 70-მდე განცხადება/შეტყობინებიდან, რომელიც შეეხება უცხო ნომრებიდან რეკვას, 10-მდე განცხადება/შეტყობინება, რომელიც თავისი შინაარსით შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისი რეაგირებისათვის გადაეგზავნა უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოს.

სამსახურმა უკვე მიმართა მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებს, კონკრეტული სატელეფონო ნომრების მფლობელების გარკვევის და შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ასევე ეხმიანება ე.წ. მონაცემთა ბაზების შექმნის საკითხს და აცხადებს, რომ რადგან ჯერ ბაზები არ შექმნილა, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, წინასწარ შეაფასოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით პერსონალური ინფორმაციის დამუშავების კანონიერება, რომელიც მოწესრიგებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად.

„ აღნიშნული მუხლები განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს. ამასთანავე, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, დაიცვას კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების ყველა პრინციპი. შესაბამისად, მონაცემთა ბაზის შექმნის პროცესში, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა/დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირებმა უნდა იხელმძღვანელონ ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით.

რაც შეეხება, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს, მე-2 მუხლით მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი სუბიექტი არის მხოლოდ ორგანიზაცია, თუმცა, კანონპროექტის ცალკეული ნორმები შეიცავს ჩანაწერს პერსონალური (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავების შესახებ“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება კანონპროექტის ჩანაწერს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების შესახებ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განმარტებით, იგი დასაშვებია, თუ აღნიშნული პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში.

სამსახურის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს დამუშავებისთვის აუცილებელი კონკრეტული, მკაფიო და კანონიერი მიზანი:

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე პუნქტის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში, შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა უნდა მიიღონ/გამოსცენ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტები და უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

ხსენებული დათქმის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ მომავალში შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში დეტალურად გაიწეროს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საჭიროება, აუცილებლობა და მოცულობა, აგრეთვე, ის კონკრეტული მიზანი, რაც მონაცემების ამ გზით და მოცულობით დამუშავების ლეგიტიმურობას განსაზღვრავს, კონკრეტულად რა სახის/კატეგორიის მონაცემები დამუშავდება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოებისას, სარეგისტრაციო განაცხადისა თუ საფინანსო დეკლარაციის ფორმის შემუშავების, რეგისტრაციის გაუქმების წესებისა და პროცედურის და მონიტორინგის განხორციელების დროს, ასევე, დაკონკრეტდეს, ვინ წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს, რა კონკრეტულ შემთხვევებში გააჩნია მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით კანონპროექტის შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული უფლებამოსილება და დაზუსტდეს იმ მონაცემთა სუბიექტების წრე, ვისთან მიმართებითაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს იგი“.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კონკრეტული სამართლებრივი აქტების მეშვეობით მოწესრიგდეს კანონპროექტს მიღმა დარჩენილი მონაცემთა დამუშავების პროცესები.

რადგან კანონპროექტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირი წარმოადგენს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს, მასზე ვრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ყველა ვალდებულება, მათ შორის:

მონაცემთა უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის,

მონაცემთა დამუშავების პროცესში მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების,

მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის შეტყობინების, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების განხორციელების, მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტის მექანიზმის გამოყენებისა და
კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ნებისმიერ პროცესში დაცულ უნდა იქნეს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები.

უცხო პირებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების პირად სატელეფონო ნომრებზე დარეკვა 7 მაისს დაიწყეს. მოქალაქეები სოციალურ ქსელში ერთმანეთის მიყოლებით წერდნენ, რომ უცხო ქვეყნის სატელეფონო ნომრით დაუკავშირდა უცნობი, რომელმაც მათ აგინა. მეორე დღეს იმავე ადამიანებთან დასარეკად უკვე საქართველოში რეგისტრირებულ სატელეფონო ნომრებს იყენებდნენ.


წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში
უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
10:45 / 25.12.2024
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
10:26 / 22.12.2024
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული
ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
17:10 / 19.12.2024
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ
მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
16:04 / 19.12.2024
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.